კონფერენც დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი განლაგებულია მე-7 სართულზე არაჩვეულებრივი 360 გრადუსიანი ხედით მთაზე გუდაური სიერა. დარბაზი 65 ადამიანს იტევს და აღჭურვილია პროეტქორით, დინამიკებით და სხვა საოფისე მოწყობილობით. თანხის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია კოფი-ბრეიქის მოწყობაც.

თეატრი
ეს არის ყველაზე მარტივი სტილი, კინოთეატრის ან თეატრის იმიტაცია, სადაც ყველა სკამი არის სწორ რიგებში ჩასმული.
დადებითი მხარეები:
- ყველა სკამი არის მიმართული დარბაზის ცენტრისკენ
- სკამების ასეთი განლაგება დარბაზის მაქსიმალურად შევსების საშუალებას გვაძლევს.
უარყოფითი მახრეები:
- რთულია ახალი წევრის გატარება. იმისთვისმ რომ სხვა მონაწილე გაატარო მის ადგილთან უნდა ადგე და სხვა მონაწილეები შეაწუხო.
- ვიწრო კორიდორი სკამებს შორის.
- არ არის უზრუნველყოფილი მაგიდები წყლითა და საჭმლით, რთულია ჩანაწერების შესრულებისთვის.
- რთულია კონტაქტი აუდიტორიასთან, რადგან კონფერენციის მონაწილეები ვერ ხედავენ ერთმანეთს.

მოედნის განლაგება
ეს სტილი გავს U- სტილს. მას აქვს 4 დახურული მხარე. ყველა მონაწილე მიმართულია მოედნის შინაგან ცენტრისკენ
დადებითი მხარეები:
- აუდიტორიასთან კონტაქტი გაადვილებულია, ყველა მონაწილე ერთმაენეთ უყურებს.
- უზრუნველყოფილია მაგიდა საჭმლიტა და სასმელებით
უარყოფითი მხარეები:
- დარბაზის სივრცე მცირდება
- არ იძლევა ძირითადი პრეზენტაციის არეალის ან ფოკუსური წერტილის არსებობას

U - ფორმა
როგორც სახელიდან ჩანს, ეს სტილი U ასოს ფორმაშია, მაგიდები და სკამები ღია კონფიგურაციაშია მოწყობილი, აუდიტორია შიგნით არის მიმართული.
დადებითი მხარეები:
- მისი ღია დასასრული ფოკუსირების ან პრეზენტაციის არეალის საშუალებას იძლევა
- საშუალებას აძლევს წამყვანს მიუახლოვდეს და ჩაერთოს კონტაქტში აუდიტორიის თითოეულ წევრთან
- გაძლიერებულია აუდიტორიის ინტერაქცია, აუდიტორიის წევრები ერთმანეთის პირისპირ სხედან.
უარყოფითი მხარეები:
- სივრცის არაეფექტური გამოყენება, ჯდომითი ადგილების შემცირება
- აუდიტორიის დიდი ნაწილი განთავსებული პრეზენტაციის არეალში