ზამთრის აქტივობა

თხილამურების ინსტრუქტორი
თხილამურების ინსტრუქტორი სწრაფად და მარტივად შეგასწავლით სნოუბორდით ან თხილამურებით სრიალს. შესწავლა ხორციელდება ნულიდან და შეეფერება როგორც ბავშვებს, ასევე დიდებსაც. შესაძლებელია ინდივიდუალური ან ჯგუფური მეცადინეობების ჩატარება. მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის წევრების რაოდენობაზე. თქვენს განკარგულებაშია ნებისმიერი ზომის თხილამურები.
პროფესიონალი ინსტრუქტორი შეგასწავლით როგორც სრიალს, ასევე სრიალის დროს უსაფრთხო და სწორ მოქცევას.

პარაპლანი
პარაპლანით საჰაერო მოგზაურობის დროს თქვენ თავს ჩიტად იგრძნობთ. პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად ფრენის დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბუნების სილამაზით და ხანგრძლივი დროით დაიმუხტოთ ემოციებით. კომფორტულ სავარძელში ჯდომისას თქვენ შეგიძლიათ ჩიტის თვალით შეხედოთ ულამაზეს ხედებს.
ფრენამდე ტარდება დეტალური ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკასთან დაკავშირებით. შესაძლებელია ფოტო და ვიდეო გადაღება. ფრენის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 10 წუთს.

თოვლმავალი
თოვლმავალის ტარება საშუალებას მოგცემთ ენერგიულად ისრიალოთ დათოვლილ ტყეებსა და შემოგარენში. მეგობრული, მხიალური გარემო, ამხანაგებთან ურთიერთობა და სულისშემკვრელი შთაბეჭდილებები გულგრილს არავის დატოვებს.
გასეირნება შესაძლოა დაკავშირებული იყოს საინტერესო ექსკურსიებთან ან ექსტრემალურ გაკატავებასთან. გასვლის წინ ყველა მონაწილე გადის ინსტრუქტაჟს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეცნობა თოვლიან ტრასაზე სწორი მოქცევის წესებს.
წინასწარ ინფრომაციის მიღება შეგიძლიათ სპეციალისტებთან სატელეფონო საუბრის მეშვეობით. ისინი თქვენს დასვენებას მაქსიმალურად მრავალფეროვანს გახდიან.

ბექქანთრი
ბექქანთრი წარმოადგენს მთამსვლელობას, ამწეების გარეშე, შემდგომი ჩამოსვლითა და მთებში თოვლში სრიალით. აღმასვლის სირთულეების მიუხედავად, ეს ფრირაიდის საკმაოდ გავრცელებული სახეობაა. სპორტსმენები ირჩევენ ამ მიმართულებას, რათა მიიღონ შესაძლებლობა საკუთარი თვალით ნახონ ულამაზესი პეიზაჟები, რელიეფები და ხელუხლებელი თოვლი.

ცოცხალი მუსიკა.
ცოცხალი მუსიკა იქნება აქტიური დასვენების საუკეთესო თანმხლები კურორტზე. მაღლა მთებში ყოფნისას ის გაგათბობთ შინაგანად და თქვენ ისიამოვნებთ ადგილობრივი სიმღერებით და ცხელი გლინტვეინით.
სპეციალისტების პერსონალური გუნდი გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას (კონტრაბასი, ფორტეპიანო, ბაიანი, ვიოლინო) სხვადასხვა ჟანრებში. რეპერტუარი იქმნება ღონისძიების ფორმატის შესაბამისად.
ზაფხულის აქტივობა

პარაგლაიდინგი
პარაგლაიდინგი წარმოადგენს ექსტრემალური დასვენების ერთ-ერთ სახეობას, როცა პილოტი მიჰქრის ჰაერში პარაპლანის რბილ სავარძლში. ფრენის დროს ის თანდათან დაბლა ეშვება. დიდ სიმაღლეზე ასაფრენად, საჭიროა ჰაერის ზედა ნაკადში მოხვედრა. პარაპლანის სამართავად გამოიყენება სპეციალური სტროპები.
გაფრენისთვის უნდა ახვიდეთ მთის მწვერვალზე, სადაც ჰაერის ძლიერი ნაკადებია. ქარის საწინააღმდგეოდ პარაპლანის აფრენის შემდეგ ის დაიწყებს ზევით ასვლას. ის მოივლის მწვერვალს. კურსის რეგულირებისთვის საჭიროა 3500 მ სიმაღლეზე ასვლა.

ტური მთებში
ტური გუდაურის მთებში არის დროის ტარების ერთ-ერთი ყველაზე სახალისო საშუალება. გასეირნების დროს თქვენ დაათვალიერებთ საოცარ პეიზაჟებს და თქვენს ჯანმრთელობასაც სარგებელს მოუტანთ. ჩვენი გიდი მოგცემთ საშუალებას გადაიღოთ ლაშქრობის საუკეთესო მომენტები.
გუდაური 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ასეთ სიმაღლეზე იშლება საოცარი მთის ხედები. ყველა მოგზაური ჩვენს მთებში ჩერდება, რათა მიიღოს დაუვიწყარი ემოციები, ნახოს ლამაზი ხედები და შეიგრძნოს კავკასიის მთების მწვერვალზე ასვლა.

ცხენოსნობა
ცხენები უკეთილშობილესი არსებები არიან და სიამოვნებით ეკონტაქტებიან ადამიანებს. ცხენით გასეირნება არის საზაფხულო აქტივობის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა. პროფესიონალი ცხენოსანის დახმარებით ეს გასეირნება გადაიქცევა დაუვაწყარ თავგადასვლად, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. საზაფხულო გასეირნება ცხენით უყვართ როგორც დიდებს, ისე ბავშვებსაც. ჭკვიანი და გამძლე ცხოველები გაგატარებენ საინტერესო ადგილებში და ნამდვილ ცხენოსნად გაგრძნობინებენ თავს.

რაფტინგი
გასაბერი ნავები (რაფტები) გამოიყენება ძლიერი დინების მდინარეზე სპორტული დაშვებისთვის. ეს შესაძლოა იყოს მთის მდინარეები უამრავი ბარიერით, ჩანჩქერითა და დაბრკოლებით, ისევე როგორც ხელოვნური არხები. აქტიური დასვენების ამ სახეობას რაფტინგი ეწოდება. ტურისტებს გაბერილ ნავებზე უწევთ სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა, საკუთარი გამძლეობისა და მზადყოფნის შესამოწმებლად. რაფტინგზე ისინი ხშირად მოშორებულ მთიან ადგილებში მიდიან.

იოგა ბუნებაში
უპირველეს ყოვლის, იოგა ბუნებაში – არის ნელი და ღრმა სუნთქვა, რომელიც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს. ჟანგბადი აღწევს ორგანიზმში. ხდება სისხლის აქტიური გაჯერება. მსგავსი აქტივობა ეხმარება ადამიანს კონცენტრაცია მოახდინოს საკუთარ სხეულზე. ის ხელს უწყობს დეპრესიისგან, სტრესისა და მათი შედეგებისგან სწრაფად გათავისუფლებას, განწყობის ამაღლებას, ზედმეტი კილოგრამების სწრაფ კარგვასა და კუნთების დაჭიმვას. ადამიანს უვლის ზურგის ტკივილი, ხოლო სახსრები მოძრავი ხდება.

ტური კვადროციკლით
მოგბეზრდათ ქალაქის მტვერი? მაშინ ჩვენ გთავაზობთ ექსტრემალურ ტურს კვადროციკლებით! ასეთი დასვენება – ერთდროულად ემოციური და ფიზიკური ვარჯიშია. თქვენ გელოდებათ ბუნების სილამაზეები და სრული უგზოობა. თქვენ გადაადგილდებით განაკაფი ზოლით, ჭაობიან ადგილებში, ნაურმალზე, ტალახებსა და უზარმაზარ გუბეებზე. გაწაფულობისა და ყურადღების გარეშე ასეთ ტურში ვერ წახვალთ. ციცაბო აღმართების, დაღმართებისა და სხვა სახიფათო დაბრკოლებების გადალახვის დროს თქვენს სისხლში მოხდება ჭარბი ადრენალინის მოზღვავება.