კონფერენც დარბაზი

საკონფერენციო დარბაზი განლაგებულია მე-7 სართულზე არაჩვეულებრივი 360 გრადუსიანი ხედით მთაზე გუდაური სიერა. დარბაზი 65 ადამიანს იტევს და აღჭურვილია პროეტქორით, დინამიკებით და სხვა საოფისე მოწყობილობით. თანხის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია კოფი-ბრეიქის მოწყობაც.

თეატრი

ეს არის ყველაზე მარტივი სტილი, კინოთეატრის ან თეატრის იმიტაცია, სადაც ყველა სკამი არის სწორ რიგებში ჩასმული.

დადებითი მხარეები:

  • ყველა სკამი არის მიმართული დარბაზის ცენტრისკენ
  • სკამების ასეთი განლაგება დარბაზის მაქსიმალურად შევსების საშუალებას გვაძლევს.

უარყოფითი მახრეები:

  • რთულია ახალი წევრის გატარება. იმისთვისმ რომ სხვა მონაწილე გაატარო მის ადგილთან უნდა ადგე და სხვა მონაწილეები შეაწუხო.
  • ვიწრო კორიდორი სკამებს შორის.
  • არ არის უზრუნველყოფილი მაგიდები წყლითა და საჭმლით, რთულია ჩანაწერების შესრულებისთვის.
  • რთულია კონტაქტი აუდიტორიასთან, რადგან კონფერენციის მონაწილეები ვერ ხედავენ ერთმანეთს.

მოედნის განლაგება

ეს სტილი გავს U- სტილს. მას აქვს 4 დახურული მხარე. ყველა მონაწილე მიმართულია მოედნის შინაგან ცენტრისკენ

დადებითი მხარეები:

  • აუდიტორიასთან კონტაქტი გაადვილებულია, ყველა მონაწილე ერთმაენეთ უყურებს.
  • უზრუნველყოფილია მაგიდა საჭმლიტა და სასმელებით

უარყოფითი მხარეები:

  • დარბაზის სივრცე მცირდება
  • არ იძლევა ძირითადი პრეზენტაციის არეალის ან ფოკუსური წერტილის არსებობას

U - ფორმა

როგორც სახელიდან ჩანს, ეს სტილი U ასოს ფორმაშია, მაგიდები და სკამები ღია კონფიგურაციაშია მოწყობილი, აუდიტორია შიგნით არის მიმართული.

დადებითი მხარეები:

  • მისი ღია დასასრული ფოკუსირების ან პრეზენტაციის არეალის საშუალებას იძლევა
  • საშუალებას აძლევს წამყვანს მიუახლოვდეს და ჩაერთოს კონტაქტში აუდიტორიის თითოეულ წევრთან
  • გაძლიერებულია აუდიტორიის ინტერაქცია, აუდიტორიის წევრები ერთმანეთის პირისპირ სხედან.

უარყოფითი მხარეები:

  • სივრცის არაეფექტური გამოყენება, ჯდომითი ადგილების შემცირება
  • აუდიტორიის დიდი ნაწილი განთავსებული პრეზენტაციის არეალში

დაჯავშნა